MODERA არის უძრავი ქონების მართვის კომპანია, რომელიც სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავების მხარდაჭერას ახორციელებს.

 

უძრავი ქონება მოიაზრებს:

-მშენებარე, ახალაშენებულ და ახალგარემონტებულ ბინებს;

-საოფისე/კომერციულ ფართებს;

 

MODERA-ს იდეაა უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და სანდოობის უზრუნველყოფა.

 

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია


პროფესიონალიზმი

კომპანიის ფასეულობას წარმოადგენს ხარისხიანი და პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის საწინდარია. ბაზრის კარგი ცოდნა, მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული სერვისი, კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების თანხვედრა მომხმარებლის მოთხოვნებთან, გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების პროდუქტის დეტალური ცოდნა არის ჩვენი მაღალპროფესიონალური გუნდის უპირატესობები.


კომფორტი

კომფორტზე ორიენტაცია ძირითადი ღირებულებაა და ის ასახულია  მომხმარებლის ექსკლუზიურ მომსახურებასა და ისეთი პროცესების უზრუნველყოფაში, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მისი ყოველდღიური ჩართულობა.


სანდოობა

სანდოობა დაფუძნებულია უძრავი ქონების ბაზარზე გუნდის ოპერირების მრავალწლიან გამოცდილებასა და  მომხმარებელთან არსებულ ხანგრძლივი ურთიერთობების პოზიტიურ პრაქტიკაზე.

მაია საყვარელიძე

აღმასრულებელი დირექტორი

+995 577 344 949

ბექა ბეჭვაია

საინვესტიციო ქონების მენეჯერი

+995 577 388 397

მარიამ მახათაძე

უძრავი ქონების მენეჯერი

+995 577 111 441

საბა ალავიძე

უძრავი ქონების მენეჯერი

+995 577 388 387