იყიდება 2-საძინებლიანი ბინა, გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე მანათობელ ცათამბჯენში, მარშალ გელოვანის გამზირზე. ბინა ჩაბარდება "თეთრი კარკასი +" კონდიციაში, რაც გულისხმობს:
• რკინის შესასვლელი კარი;
• ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინით;
• ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები;
• მოჭიმული იატაკი;
• ყველა ოთახში მოწყობილი თაბაშირ–მუყაოს ჭერი;
• გათბობის კოლექტორული სისტემის მილები რადიატორებისთვის;
• ელექტროგაყვანილობა, ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები;
• მისაღებ ოთახში კონდიციონერის განთავსებისთვის გაყვანილობა;
• წყალ-კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები, სან-კვანძებში შიდა დაქსელვის გარეშე;
• ბუნებრივი აირის მილი მიყვანილი სამზარეულოსა და ქვაბის განთავსების ადგილებამდე;
• მოპირკეთებული აივნები კერამოგრანიტის ფილით;
• დომოფონის გაყვანილობა;
• გაზის, წყლის და ელ. ენერგიის მრიცხველები;
• გაყვანილობა კვამლის ხმოვანი დეტექტორისთვის.
m² Highlight 36 და 26 სართულიან - ორ შუშის ნაგებობას აერთიანებს. m² -ის პირველი ცათამბჯენი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით. პროექტი მოიაზრებს ღია ტერასებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს და კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას