ქირავდება სრულად გარემონტებული 4-ოთახიანი ბინა პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "სქაილაინი" .
ბინას აქვს 3 საძინებელი,3 აბაზანა, საგარდერობე ოთახი და ულამაზესი ვერანდა საუკეთესო პანორამული ხედებით თბილისზე.
ბინა აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით.
პრემიუმ ხაზის ინოვაციური კომპლექსი სქაილაინ რეზიდენსი სულ 19 ბინისგან შედგება. მდებარეობს სოლოლაკში, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი #3-ში. სახლი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით და მდებარეობით, რომელიც ორგანულად ერწყმის რელიეფს და არსებულ განაშენიანებას.
ყველა ბინიდან იშლება თავბრუდამხვევი ხედი 1500-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქზე. სიახლოვეს განთავსებულია სასეირნო ბილიკები, მთაწმინდის პარკი და ბოტანიკური ბაღი.
თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული პლატო კი თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად არის შექმნილი.
სქაილაინ რეზიდენსის მაცხოვრებლებისთვის კომპლექსში ასევე განთავსებულია სპორტული დარბაზი და 150 კვ.მ-მდე ტერასა ღია აუზით. აქ ყველაფერია სახლის გამართული ფუნქციონირებისთვის: 24-საათიანი დაცვა, დასუფთავება, გამწვანების მოვლა. აქ საუკეთესო ადგილია იდეალური და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.